აშშ-ს საელჩო პატიმართა წინააღმდეგ განხორციელებული ფაქტების სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს
აშშ-ს საელჩო საქართველოში გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების
ამსახველი ვიდეო მასალის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“
უცვლელად გთავაზობთ:
“ვიზიარებთ ყველა ქართველის გაოგნებასა და შეძრწუნებას იმ საშინელი ქმედებებით, რომელიც გუშინ გავრცელებულ კადრებშია ასახული. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველს თავის მოხსენებაში, ხოლო ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნული გვაქვს, რომ საქართველოში პატიმართა უფლებების დარღვევა სერიოზული საკითხია და ის უნდა გადაიჭრას. ვთხოვთ მთავრობას, ჩაატაროს გამოძიება სრულყოფილად და გამჭვირვალედ და უმოკლეს დროში უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ,” ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge