პატიმართა სოლიდარობის აქცია ფილარმონიის
მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს განახლდება.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ფილარმონიასთან მათთან ერთად
შეიკრიბება
ყველა ის ადამიანი, რომლებმაც გუშინ დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში საპროტესტო მიტინგები გამართეს.
შეგახსენებთ, რომ პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი
მასალა ტელევიზიებით ორი დღის წინ გავრცელდა.
მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა
კალმახელიძემ.
internet.ge