GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დარჩიაშვილი სუბარს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს
13:14 20.09.2012
დღის სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს სოზარ სუბარს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც დარჩიაშვილმა „ინტერნეტ.ჯი“-სთან სუბარის განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც  „ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადება“ განაცხადა, კოალიციის პოზიცია რუსული სპეცსამსახურების სურვილს იმეორებს.

"სუბარის სულისკვეთება რუსული სპეცსამსახურების სურვილს ემთხვევა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და პროვოკაციის მოწყობის მცდელობა“,- აღნიშნა დარჩიაშვილმა.

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადება, რისთვისაც ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ თბილისის სხვადასხვა უბანში 20-ზე მეტი ბინა იყიდეს, რომლებშიც იარაღია შეტანილი.

ამის შესახებ განცხადება, სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია, ინფორმირებულმა წყარომ, ვახო კომახიძეს მიაწოდა.

„რა არის ბინების შეძენისა და მათში იარაღის შეზიდვის ზუსტი მიზანი,  არ ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მზადდება ტელესერიალები იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებენ „სამშობლოს მტრები“, ან რომელიმე ქვეყნის აგენტები საქართველოში არეულობებს“,- განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, პროვოკაციისთვის მზადების დამადასტურებელი აუდიო და ვიდეოჩანაწერები არსებობს.

„ინტერნეტ.ჯი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა, თუმცა სალომე მახარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„ამის შესახებ არაფერი ვიცი, ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა მახარაძემ.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქუთაისში ახალი პარლამენტის მშენებლობის დასრულებას დამატებით მილიონობით ლარი სჭირდება1
გუბაზ სანიკიძე არჩევნების შემდეგ ‘’ქართული ოცნების" წევრებს აღარ უნახავთ (VIDEO)2
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ადმინისტრაციის დაფინანსება შემცირდა3
ჟენევის მოლაპარაკებებს „ქართული ოცნების“ წევები დაესწრებიან4
შსს: საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მასალაზე გამოძება გრძელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X