„თავისუფალი საქართველო“ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი
კანდიდატების სასარგებლოს 12 ოლქში
საკუთარ კანდიდატებს ხსნის. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ სპეციალურ
ბრიფინგზე განაცხადა.
კრწანისის, დიდუბის, ნაძალადევის, ასპინძის, ონის, საჩხერის,
ბაღდათის, ჭიათურის, ტყიბულის, მცხეთის, ბოლნისისა და ყვარლის რაიონებში პარტიამ
კანდიდატები მოხსნა.
კუკავას თქმით, დანარჩენ 53 ოლქში პარტია „თავისუფალი საქართველოს“
კანდიდატები გამარჯვებისთვის ისევ გააგრძელებენ ბრძოლას.
კუკავას განმარტებით, აღნიშნულ ოლქებში კოალიცის ლიდერების
უმრავლესობაა წარმოდგენილი.
Internet.ge