GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი: თქვენი შვილების უსაფრთხოების გარანტი პირადად მე ვარ
17:31 20.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბათუმისა და ქუთაისის ციხეებში არსებული მდგომარეობა პირადად შეამოწმა. პრემიერი პატიმრების კვების რაციონითაც დაინტერესდა.

მერაბიშვილმა დაწესებულებაში შესულ პატრულის თანამშრომლებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლები ციხეებში მანამ დარჩებიან სანამ სასჯელაღსრულების უწყების ახალი გუნდი არ ჩამოყალიბდება.

„სულ მალე ახალი ციხის მშენებლობა იგეგმება, ცოტახანი ჩვენთან უნდა იყოთ. მანამ, სანამ პენიტენციალური სისტემა თავიდან ბოლომდე არ გამოიცვლება. სასჯელაღსრულების სამინისტრო ისეთივე ნდობის ხარისხით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც სარგებლობთ თქვენ. ერთის მხრივ ჩვენი საზრუნავი მოსახლეობის კრიმინალისგან დაცვაა. თუმცა ჩვენვე უნდა ვუზრუნველვყოთ იმ ადამიანების უფლებების დაცვა, რომლებიც იზოლირებულნი არიან“,- განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში სტრუქტურული ღონისძიებები 2 დღეში დასრულდება.

დღესვე, პრემიერი პენიტენციალურ დაწესებულებასთან  მყოფ პატიმრების მშობლებსაც გაესაუბრა და სპეციალური ბრძანება გასცა, რომ მშობლებს პატიმართან გასაუბრების საშუალება მიეცეს.

„პატიმრებთან ადვოკატები დაუყოვნებლივ შეუშვით, მშობლებს კი შვილებთან ტელეფონით გასაუბრების საშუალება მიეცით. პირადად მე გავაკონტროლებ თითოეული პატიმრის მდგომარეობას. თქვენი შვილების  უსაფრთხოების გარანტი პირადად მე ვარ“,- განაცხადა მერაბიშვილმა. 

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
9 აპრილის საზოგადოება: საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს1
კახი კალაძე: ფინანსური თვალსაზრისით სამინისტროში ნორმალური სიტუაციაა2
პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან3
პოლკოვნიკი რევაზ კოტიაშვილი საქართველოში ბრუნდება4
სალომე ზურაბიშვილს კულტურის მოღვაწეების მიმართ კითხვები აქვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X