საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, სამხედრო მოსამსახურეებს ბინები
საჩუქრად გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ჯარისკაცების თავგანწირვაზე ისაუბრა და
განაცხადა, რომ მათ ქვეყანა გადაარჩინეს.
„ჩვენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ძალიან სერიოზულ ცვლილებებს
ვახორციელებთ და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ძალიან კარგი პროგრესი
გვაქვს. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას აშშ-სთან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო
ოპერაციებისთვის ამერიკელების მიერ გაცნობის და აღჭურვის თაობაზე. ეს
არის ნამდვილი გარღვევა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, რომ არ ყოფილიყო ქართველი ჯარისკაცების ამხელა
თავგანწირვა, ქვეყანა არ იქნებოდა. „ქართველებს აღმოაჩნდათ უნარი გაეწიათ მართლაც
გმირული წინააღდეგობა. ჩვენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ისე უნდა
გავუფრთხილდეთ როგორც არასდროს. ახლა გამოწვევიაა როგორც გარედან, ასევე შიდა“,-
დასძინა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი გლდანის ციხეში განვითარებულ მოვლენებსაც გამოემხურა. ქვეყნის
პირველმა პირმა ყველას მოუწოდა, რომ ადამიანების ბედი პოლიტიკური თამაშებისთვის არ
გამოიყენონ.
„რაც გლადნის ციხეში ხდებოდა, ეს არის ყველაფერი ის, რაც მეზიზღება და
რისი წარმოდგენაც არ შემეძლო. ასეთი გაბრაზებული ძალიან იშვიათად და პრაქტიკულად
არც არასდროს ვყოფილვარ. ის ადამიანი, ვინც
ამას იღებდა გმირად შერაცხეს და ის ამაში თვეების განმავლობაში ხელფასს იღებდა. თუ
იცი რა ხდება ციხეებში, როგორ შეიძლება წყნარად გეძინოს. სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იხსნის , მაგრამ
ის ყველაფერი, რაც ხდება სხვა გეგმების ნაწილიცაა. ჩვენ ბევრი ინფორმაცია გვაქვს,
არც თუ ისე სასიამოვნო და ამას საზოგადოებას გავაცნობთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
internet.ge