პარლამენტის
ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტზე გიორგი ტუღუშის დანიშვნას მიესალმება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს
წერეთელმა განუცხადა, საზოგადეობა ტუღუშის საქმიანობას ძალიან კარგად იცნობს და
მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრისთვის უსიამოვნო ანგარიში ჰქონდა, მან ომბუდსმენის
პოსტზე, ბევრის გაკეთება შეძლო.
„ის იყო პრინციპული და
ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გააკეთა. ტუღუშს, კარგ
განათლებასა და გამოცდილებასთან ერთად, იმის პოტენციალი აქვს, რომ პენიტენციალურ სისტემაში ვითარება შეცვალოს.
იმედი მაქვს, ის პენიტენციალური სისტემაში მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას
შეძლებს, რისი საშუალებითაც, ასეთი ფაქტები აღარასოდეს განმეორდება“, – განაცხადა
წერეთელმა.
Internet.ge