GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
წერეთელი: ომბუდსმენის ანგარიშზე დროული რეაგირება იყო საჭირო
18:18 20.09.2012
დღის სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებზე ადექვატური რეაგირება რომ ყოფილიყო, შემზარავი ფაქტები არ მოხდებოდა.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს პატიმრების წამების შემზარავ ფაქტებთან დაკავშირებით წერეთელმა განუცხადა, ამ მძიმე ფაქტებმა, პენიტენციალურ სისტემაში წინ გადადგმულ ნაბიჯებს ჩრდილი მიაყენა.

მისი თქმით, პატიმართან ფაქიზი მიდგომაა საჭირო და არა მათი ცემა.

„მკაცრი იქნება ის სასჯელები, რომლებიც ამ დანაშავე პირებს დაეკისრებათ. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მინისტრმა დაკავებული თანანმდებობა დატოვა, რადგან ის ბევრ რამეზე პასუხისმგებელი იყო. ბუნებრივია, პასუხისმგებლობა უმრავლესობასაც აქვს. შეიძლება სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, თუმცა, განსაკუთრებით ხელისუფლებას, რის გამოც, მმართველმა ძალამ, ამ ფაქტების გამომზეურების შემდეგ, მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად, გეთანხმებით, რომ მეტი აქტივობა იყო საჭირო და სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე, მთავრობისთვის მეტი რეაგირება უნდა მოგვეთხოვა. ომბუდსმენის ანგარიშზე, განსაკუთრებული აქცენტი სასჯელაღსრულების უწყებას უნდა გაეკეთებინა. მართალია, პენიტენციალური სისტემა ღია არ არის, მაგრამ  კონტროლის მექანიზმები გამოყენებული უნდა ყოფილიყო, რომ ასეთი ფაქტები არ მომხდარიყო. თითოეული ჩვენთაგანი ამ პასუხისმგებლობას იზიარებს, რადგან ამ ფაქტების თავიდან აცილება შეიძლებოდა  თუ რეაგირება დროული იქნებოდა. ასეთი ტიპის დანაშაულები ცივილიზებულ ქვეყნებშიც არის, მაგრამ ეს არ გვამშვიდებს, რადგან ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი ადამიანები არიან და ჩვენი მეგობრები. მორალურად პატიმარს ყოფნა ისედაც მძიმე პირობებში უწევს, რაც არ უნდა კომფორტული საკანი იყოს. შესაბამისად, მათი დამცირება და ცემა კატეგორიულად მიუღებელია. ფაქტია, რომ ეს სისტემა ცვლილებებს საჭიროებს“, – განაცხადა წერეთელმა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სომეხი სნაიპერის მიერ დაჭრილი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა1
დიმიტრი მედვედევი თბილისის პრეტენზიებს „ფეისბუქზე“ პასუხობს2
პატიმრების წამების ამსახველი კადრები გავრცელდა (VIDEO)3
NDI: Must carry-ს პრინციპის კანონმდებლობაში დანერგვა პოზიტიური ნაბიჯია4
„ნაციონალური მოძრაობის“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე იქნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X