„შინაგან საქმეთა სამინისტრო ხალხის სამსახურშია“, - აღნიშნული
განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ
საგანგებო მიმართვაში გააკეთა.
„შსს უზრუნველყობს, რომ ჩვენი მშობლები და შვილები თავს გრძნობდნენ
დაცულად და თავისუფლად. მათ შორის არჩევნებზეც... ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს
თავისუფალ და მშვიდ გარემოში. ეს სამინისტრო ამის გარანტორი იქნება“,- განაცხადა ზღულაძემ.
ამასთან ზღულაძე არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში
ჩატარების პირობას დებს.
„მე ვუზრუნველვყობ, რომ საპატრულო პოლიცია იყოს პენიტენციალური
სისტემის ახალი ხელმძღვანელის გიორგი ტუღუშის სრულ განკარგულებაში და მიეხმაროს ციხეში
ამ სისასტიკის აღმოფხვრაში,“- აღნიშნა ზღულაძემ.
საგანგებო მიმართვაში ზღულაძემ შს სამინისტროს მუშაობის მთავარ
პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შს სამინისტრო ხალხის
სამსახურშია.
Internet.ge