GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უწყებათაშორისი კომისია ცესკოს, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს
13:06 21.09.2012
დღის სიახლეები

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, კომისიამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისს კომისიას, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა და 16 სექტემბერს მესტიის მუნიციპალიტეტში სამხედრო მოსამსახურეებისათვის დამატებითი სპეციალური საარჩევნო უბნის შექმნის საკითხის შესწავლა მოითხოვა. კოალიციის აზრით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველთათვის მაჟორიტარულ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა უთანასწორო პირობებში ამყოფებს საარჩევნო სუბიექტებს და ბალანსს ხელისუფლების სასარგებლოდ არღვევს.

საარჩევნო კოდექსის 32 მუხლის 1 დ) ა) პუნქტის  თანახმად, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მომსახურეების  სია სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს საარჩევნო წლის 1-ელი ივლისისა, ხოლო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა უნდა გადასცეს.

„იმისდა მიუხედავად, რომ კანონმდებლობა არჩევნების დღემდე 6 დღით ადრე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ მიწოდებული სიების საფუძველზე, წვევამდელებისთვის დამატებითი სპეციალური უბნების გახსნას ითვალისწინებს, იმისათვის, რომ გამოირიცხოს სპეკულაცია ამ თემაზე, უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას აძლევს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს: შესაძლებლობა მისცენ იმ წვევამდელებს, რომლებიც 1-ელი ივლისის შემდეგ არიან გაწვეული სამხედრო სამსახურში,  ჯერ არ გაუვლიათ შიდა პროცედურული მომზადება და არ ასრულებენ არსებით ფუნქციას, არჩევნებში მონაწილეობა თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიიღონ“,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყებათაშორისი კომისია ასევე რეკომენდაციას აძლევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას: არ გაითვალისწინოს 1-ელი ივლისის შემდეგ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები დამატებით სპეციალურ საარჩევნო უბნებში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მთავრობა პრეზიდენტის რეზიდენციის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს1
სტუდენტებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს2
გოგონა ნახევარი გულით ცოცხალი გადარჩა3
კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში 537 კანდიდატი დარეგისტრირდა4
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X