GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
“ახალი მემარჯვენეები" პატიმართა ფართომასშტაბიან ამნისტიას ითხოვენ
14:45 21.09.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეები" მოვითხოვთ დაუყოვნებლივ განხორციელდეს ფართომასშტაბიანი ამნისტია, რომელიც ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს და ასეთივე დანაშაულისთვის  წინასწარ პატიმრობაში მყოფ განსასჯელებს შეეხებათ. აღნიშნულის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

„პენიტენციურ სისტემაში პატიმართა წამების ამსახველი კადრების ჩვენებამ ქვეყანაში უმძიმესი კრიზისი გამოიწვია, რომელმაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში პატიმართა ოჯახები ჩააგდო.  ეს ადამიანები  იმყოფებიან ფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეობაში, რადგან ნანახის შემდეგ ბუნებრივია მათი შიში ციხეში მყოფი ახლობლების მდგომარეობის გამო,“-განაცხადა კაციტაძემ.

კაციტაძის თქმით, ამ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება იქნება ნაკლებად მძიმე და  მსუბუქი დანაშაულისთვის  მსჯავრდებულთა და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა  საპატიმრო ადგილებიდან გათავისუფლება.

„ამნისტია უნდა შეეხოთ მხოლოდ იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დანაშაული - საგადასახადო გადაცდომა,  წვრილმანი ხულიგნობა და სხვა. მათი საპყრობილეებიდან გათავისუფლება,  ერთის მხრივ, ჩააწყნარებს  საპატიმროებთან არსებულ ვითარებას და  დაამშვიდებს არაერთ ოჯახს, მეორე მხრივ, განტვირთავს  საპატიმროებს და შეამსუბუქებს იქ შექმნილ  უმძიმეს ვითარებას.

"ახალი მემარჯვენეები" მივმართავთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ  მიიღოს გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ, ხოლო საპყრობილეებში დარჩენილი პატიმრების მიმართ  შექმნას გარანტიები, რომელიც  უზრუნველყოფს   სათანადო მოპყრობას და მათი უფლებების დაცვას,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
“ახალი მემარჯვენეები" პატიმართა ფართომასშტაბიან ამნისტიას ითხოვენ1
2 წლის გოგონა, რომელსაც ექიმები საკვებით ინტოქსიკაციაზე მკურნალობდნენ, განგრენით დაიღუპა2
იტალიური მაფიის ბოსი პლაჟზე დაცხრილეს3
აუდიტის სამსახური პარტიებისთვის შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერებას სწავლობს4
ფაბიო კაპელო რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X