დღეს, კოალიცის „ქართული ოცნება“ ზუგდიდში აქციას გამართავს.
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ზუგდიდში, 22 სექტემბერს დაანონსებული
აქციის გადადების საკითხი არ დამდგარა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია
ფანჯიკიძემ განუცხადა, აქცია ზუგდიდის მთავარ მოედანზე 16:00 საათზე
დაიწყება.
„აქციის გადადებას არ ვაპირებთ, გაჩერების დრო არ გვაქვს. ხვალ
ყველაზე მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება “,- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ პატიმრებზე განხორციელებული ძალადობის ამსახველი
ვიდეომასალების გამოქვეყნების შემდეგ, არჩევნებში ჩართულმა სუბიექტებმა
წინასაარჩევნო შეხვედრებზე უარი განაცხადეს.
Internet.ge