ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ახალაია ამომრჩევლებს შეხვდა. ახალაიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში მოსვლას შავი ძალები ცდილობენ, თუმცა, ისინი ვერ მოახერხებენ ქვეყანა წარსულში დააბრუნონ. ახალაიამ ასევე აღნიშნა რომ ოპონენტებმა მას შესარიგებლად ყოფილი მხედრიონელი მიუგზავნეს.
რამდენიმე წუთის წინ კი ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმართვა გაავრცელა: "ჩემო ძვირფასო მხარდამჭერებო!
თქვენი
გვერდში დგომა და გამხნევება მაძლევს ძალას ავიტანო ბინძური ჭორები,
რომელსაც ბოლო დღეები მივრცელებენ მე და ჩემს ოჯახს. არადა იციან, რომ
ჩემი ოჯახის მთავარი ღირსება, უსამართლობასთან ბრძოლა და კანონის
უზენაესობის აღსრულებაა. ეს კარგად იციან უსამშობლო და ეშმაკზე
სულმიყიდულმა ადამიანებმა და მიზანმიმართულად გვირტყამენ ამ გრძნობებზე,
იქნებ გულმა უღალატოსო.
დაქირავებული
ნაძირალები ყოველდღე ინფარქტის შეტყობინებებს უგზავნიან საზოგადოებას,
მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ადამიანის სიცოხლეს განაგებს უფალი და არა
ნებისმიერი მათგანის ბოროტი სურვილი. ძალიან მალე გაირკვევა ჭეშმარიტება
და ამის შესახებ თითოეული თქვენგანი გაიგებს. დათმენისთვის,
მხარდაჭერისთვის ყველას გიხდით დიდ მადლობას," - ნათქვამია მიმართვაში.