საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში იმყოფება, სადაც მოსახლეობას ხვდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ჯერ
კიდევ გაჭირვებაა, მაგრამ მეტი განვითარებით საქართველო წინ წავა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ბათუმი ნელ-ნელა ვითარდება, სახელწიფო კი, დანაპირებს ყოველთვის ასრულებს და ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს.
“უახლოეს 18 თვეში ბათუმში ბარაკების პრობლემა გადაწყდება და ამ ქალაქში არცერთი ბარაკი აღარ იქნება. მომავალი წლის ბოლომდე ასევე 24 საათის განმავლობაში ყველას ექნება წყალი”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ქვეყანას განათლებული ახალგაზრდები სჭირდება და
ამისათვის
მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.
პრეზიდენტი პატიმრების წამების ფაქტებსაც შეეხო.
“ბოლო დღეებში რაც ვიხილეთ ეს იყო მძიმე დარტყმა ჩემთვის, ადრე ციხეს მართავდნენ ქურდები, ჩვენ ისინი გავწიეთ გვერდით. კვება მოვაწესრიგეთ, გრძელვადიანი
პაემნები შემოვიღეთ, რაც ვერ მოვახერხეთ იყო ის, რომ იქ ძველი გაიშნიკი შეძვრა და მოხდა ის რაც მოხდა. ამ ემოციის ფონზე ნუ ვიტყვით, რომ არაფერი გაკეთებულა, ბევრი რამ
გაკეთდა, მაგრამ არა ბოლომდე.
დღეს ცდილობენ გვითხრან, რომ
8 წელიწადის
განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ამბობენ აბაშიძე უკეთესი იყო
ვიდრე სააკაშვილიო, გეკითხებით, ჯობია ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი მეტსახელად რემბო, რომელიც გამოვიდა და
დაგმო ძალადობა, რომელსაც უნდა ქვეყანა უკან დააბრუნოს ხატია დეკანოიძეს,
გიორგი ტუღუშს, ეკა ზღულაძე? ”- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge