"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი გურჯაანის კულტურის ცენტრში მხარდამჭერებს შეხვდა.
შალვა ნათელაშვილმა შეკრებილებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ პრიორიტეტებზე, ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა.
ნათელაშვილის თქმით, კახეთის რეგიონში ყურძნის ჩამბარებელი პუნქტები უნდა შეიქმნას, რათა გლეხს გარანტირებული ჰქონდეს მოსავლის გასაღება.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა პენსიებისა და ხელფასების გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
internet.ge