ამ წუთებში, პარლამენტში, სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში 2011 წლის 645 გვერდიან ანგარიშს წარადგენს.
ომბუდსმენი პლენარულ სხდომაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას სასჯელაღსრულებით სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს.
ომბუდსმენის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატები მას კითხვებით მიმართავენ.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”–ს „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, სახალხო დამცველის ანგარიშში მოტანილი ფაქტების მხოლოდ მოსმენა და ცნობად მიღება არ უნდა მოხდეს.
მისი თქმით, მისმა გუნდმა, 2010 წლის ანგარიშის მოსმენისას, ორი მინისტრის გადადგომის საკითხი დააყენა და საპარლამენტო უმრავლესობა მათ გადაეფარა.
„დღევანდელი ანგარიში პრაქტიკულად იმ დანაშაულებს იმეორებს, რაც მაშინ ხდებოდა. სამწუხაროდ, არაფერი არ გაუმჯობესდა. ამიტომ, გამოვდივართ წინადადებით, რომ დადგენილების ჩვენი პროექტი იყოს მიღებული. გარდა ამისა, ორი მინისტრის - ხათუნა კალმახელიძისა და კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხს ვაყენებთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ ამ ადამიანებს რეალობის გაუმჯობესება არ შეუძლება“, – დასძინა მან.
Internet.ge