საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც
საუბარია საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდაზე.
კალანდაძის
განცხადებით, რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის და პროვოკაციის საფრთხე არსებობს.
„არაერთხელ გაგვიკეთებია
განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის მხრიდან ადგილი ექნებოდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციის მცდელობას. სწორედ
ამიტომ მოვუწოდებდით საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება გაემახვილებინა რუსეთის მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე "კავკასია 2012"-ზე". შემთხვევითი არ არის
ის, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი საჰაერო სივრცის დარღვევით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე“,- განაცხადა
კალანდაძემ.
internet.ge