„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის
სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ჩვენი სამშობლოს დაპატრონებას დღეს ორი ბინძური
ძალა ცდილობს. აღნიშნულის შესახებ შატბერაშვილმა პარტიის ოფისში საგანგებოდ გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.
„თანდათან ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი რწმუნდება, რომ ჩვენი სამშობლოს დაპატრონებას კვლავ ცდილობს ორი ბინძური ძალა, რისთვისაც ერთი ცოცხით აუპატიურებს ადამიანებს, ხოლო მეორე სისხლიანი დოლარებით. მოვუწოდებთ სიამის ტყუპ სააკაშვილ-ივანიშვილს, მოხსნან არჩევნებიდან თავისი სამარცხვინო პარტიები და მისცენ ქვეყანას ძალადობისა და მოსყიდვის გარეშე ისტორიული არჩევანის გაკეთების საშუალება,“-განაცხადა შატბერაშვილმა.
internet.ge