საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, პოლიტიკურ ძალებს მიმართა და ყველას
გაერთიანებისკენ მოუწოდა.
როგორც გურჯაანში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ქართველ
ხალხს და ქვეყნის განვითარებას, ვერანაირი ხრიკები და ჩრდილოეთიდან შემოსული ფული
ვერ შეაჩერებს.
„ყველა პოლიტიკურ ძალას მინდა ვუთხრა: ჩვენ არავის გათიშვა არ გვინდა,
მოდით ყველა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ კრიმინალები და კანონიერი ქურდები უკან არასდროს
დაბრუნდებიან. ნუ ვცდილობთ ისეთი თემებით თამაშს, რომელიც ხვალ და ზეგ ყველას უკან
შემოგვიბრუნდება. დარწმუნებული ვარ, ყველა, ვის როგორი
პროგარამაც არ უნდა ჰქონდეს, ამას დათანხმდება და თუ ამას არ იზამს, ის
აუცილებლად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge