კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,
„ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავს წამოდგენილი, თუმცა
ივანიშვილის თქმით, ყველა იმ პიროვნებამ, რომელიც მხარს უჭერს სააკაშვილის
იდეოლოგიას, მთავრობის მიერ ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა
გაიზიაროს.
ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანია „კავკასიის“
ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, რეგიონებში ინფორმაციის გავრცელების პრობლემაა, რადგან იქ
„ტვინის გამომრეცხავი ტელევიზიები“ მაუწყებლობენ.
„როგორ შეიძლება, როგორი ღირსეულიც არ უნდ იყო ადამიანი, დღეს ამ გუნდის
და სააკაშვილის გვერდით იდგე. ნებისმიერმა, ვინც მხარს უჭერს „ნაციონალური
მოძრაობას“ უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რასაც სააკაშვილი აკეთებს“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge