გამოხატვის თავისუფლების უფლების შელახვასთან დაკავშირებით, სახალხო
დამცველი, გიორგი ტუღუში შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2011 წლის ანგარიშის წარდგენისას ტუღუშმა განაცხადა, საჭიროა, უწყებამ,
მის დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს სამართალდარღვევის დიფერენცირებაზე, დაშლის ტექნიკასა და მასის მართვაზე ტრენინგები ჩაუტაროს, რათა შეკრებისა და მანიფესტაციების დროს, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული გამოხატვის უფლება არ შეილახოს.
„შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის საკითხი, სახალხო დამცველის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა“, –
დასძინა მან.
Internet.ge