საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლდანელ ამომრჩეველს პირობა მისცა რომ
ის პირები რომლებიც სახელმწიფო დაზღვევაში ვერ მოხვდნენ დაზღვევით სარგებლობას
უახლოეს პერიოდში შეძლებენ.
ვანო მერაბიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ყუარდღება „ნაციონალური
მოძრაობის“ 4 წლის სამუშაო კალენდარზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მმართველი
გუნდის ყველა წევრს დღეებად აქვს დაყოფილი ის სამუშაოები, რაც ქვეყანაში უნდა
განხორციელდეს.
„ვაპირებ, ავაღორძინო ქართული სოფელი, რადგან მიუხედავად
იმისა, ვინ
სად ვცხოვრობთ სოფელთან მჭიდრო კავშირი გვაქვს. გპირდებით, რომ გავაორმაგებ სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, რომ
გლეხმა საკუთარი პროდუქტის გაყიდვით შემოსავალი მიიღოს“,- განაცხადა მერაბიშვილდა
და დასძინა რომ მმართველი გუნდის მთავარი საზრუნავი უმუშევრობის დაძლევა იქნება.
„ყოველი დღე მე ვიქნები იმით დაკავებული, რომ
მეტი სამუშაო ადგილი შევქმნა. თითოეული ინვესტორის მოზიდვა, ბიუჯეტის ზრდა და
მშენებლობები შეფასებული იქნება იმით, თუ რამდენი ადამიანი დაასაქმა ამა თუ იმ პროექტმა.
თქვენ კალენდარი დაგირიგდათ, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის სამუშაოები რაც უნდა
შევასრულოთ, ეს კალენდარი ჩემი სამაგიდო წიგნი იქნება. გთხოვთ ეს კალენდარი თქვენც
შეინახოთ და ჩვენი მთავრობის წარმატება შეაფასოთ ყოველ კვარტალურად. გაძლევთ
პირობას, რომ ეს პროექტები ბოლომდე შესრულდება“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
Internet.ge