საქართველოს
დელეგაცია
ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა.
დელეგაციას
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტის
გამოსვლა ასამბლეაზე.
ვაშაძის ინფორმაციით, პრეზიდენტი
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, 10 ქვეყნისა და მთავრობის ხელმძღვანელებს შეხვდება.
Internet.ge