რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული
პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოსვკი კომუნისტების ლიდერს, გენადი ზუგანოვს ერჩის.
თავისი ინიციატივის - „ისტორიული შერიგებანი“ ფარგლებში, ჟირინოვსკი ითხოვს,
კომუნისტური პარტიის ლიდერს - გენადი ზიუგანოვს ადგილი გაუმზადონ ლენინის გვერდით,
მავზოლეუმში.
ამასთან, არ გამორიცხავს, რომ ამ
კამპანიას, მალე, თავადაც შეუერთდება.
„გთავაზობთ, შერიგების აქტს ხელი
მოვაწეროთ 2013 წლის 12 ივნისს და შევავსოთ ჩვენი ზეიმი - რუსეთის დღე ახალი
შინაარსით. თუ ასეთი აქტი იარსებებს, მაშინ, ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, ყველას
ვაპატიებთ, ყველაფერს დავარეგულირებთ. მოდით, ჯილდოები მივცეთ კომუნისტებს.
გთავაზობთ, იმისათვის, რომ მათ მეტი აღარ ინერვიულონ, დავპირდეთ გენადი ზიუგანოვს,
რომ მას მავზოლეუმში დავაწვენთ, ლენინის გვარდით“ - განაცხადა ჟირინოვსკიმ სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას ჯერ კიდევ მაშინ, როცა
ვლადიმერ პუტინი, რომელმაც დუმას ანგარიში წარუდგინა, დარბაზში იმყოფებოდა.
„ჩვენ ვაბრაზებთ კომუნისტებს,
რომ ავიღებთ მავზოლეუმსაც და ლენინსაც. მაგრამ ჩვენ დავტოვებთ მავზოლეუმსაც და
ლენინსაც და იქ იქნება მეორე ადგილი ზიუგანოვისთვის, და დავაწეროთ: ლენინი-ზიუგანოვი. შეიძლება დავაჩქაროთ და
ეს წარწერა 22 აპრილს, ლენინის დაბადების დღემდეც გავაკეთოთ. მეც დამიტოვეთ მესამე
ადგილი, წინააღმდეგი არ ვარ!“- განაცხადა ჟირინოვსკიმ.
internet.ge