GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ასამბლეაზე ყურადღება ფუნდამენტურ ფასეულობებზე გაამახვილა
10:08 26.09.2012
დღის სიახლეები

დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი საზოგადოება, ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები - ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლებზეც  საქართველოს პრეზიდენტმა  გაეროს  67-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ ფუნდამენტურ ფასეულობებზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა.

მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დროული რეაგირება მოახდინოს იმ გარე საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ მეზობლისგან ემუქრება და ყურადღება საქართველოს საზღვრებთან მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე გაამახვილა.

პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მან ვრცლად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა და აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო კიდეც ამ უწყების ძირეული რეფორმირება.

ქვეყნის ლიდერი საარჩევნო პროცესსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოში მეტად კონკურენტული  საარჩევნო გარემოა შექმნილი. განსაკუთრებული ყურადღება მან საერთაშორისო დამკვირვებელთა მონაწილეობის მნიშვნელობასაც დაუთმო.

ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მათ, ვისაც საქართველოში ამ დინამიკის შეცვლა სურს, უნდა იცოდნენ, რომ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალეობასა და დემოკრატიულობას, ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, ეს არა მარტო ქვეყნის ხელისუფლების აზრია, არამედ ქართველი ხალხისაც, რასაც საზოგადოება არჩევნებზე დაადასტურებს კიდეც. „ამ მხრივ, საქართველო კვლავაც გააგრძელებს განვითარებას“, - აღნიშნა მან.

ნიუ ორკში გაეროს გენერალური ანსამბლეის რიგით 67-ე სესიას ორგანიზაციის წევრი 116 ქვეყნის სახელმწიფოს პირველი პირები და საგარეო უწყების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სხდომის დღის წესრიგში 150-ზე მეტი თემაა, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტებს, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას, ბირთვულ საფრთხეებსა და მათ თავიდან აცილებას დაეთმო. მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვასა და საერთაშორისო სამართლის განვითარებას ეპყრობა. 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა1
ნოდარ ხადური: პენსიები საარსებო მინიმუმს მომავალ წელს მიუახლოვდება2
ფალიაშვილის #81-ში ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ3
დავით კირვალიძეს ოთხი მოადგილე ეყოლება4
ანგელა მერკელმა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და პრემიერ–მინისტრად დანიშვნა მიულოცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X