GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგა ბოკერია პარტიებსა და სამართალდამცავებს რეკომენდაციით მიმართავს
19:29 26.09.2012
დღის სიახლეები

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პარტიებსა და სამართალდამცავებს რეკომენდაციას აძლევს.

როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბოკერიამ განაცხადა, ბოლო რამდენიმე დღეა ქართული საზოგადოება ინტენსიურ საარჩევნო კამპანიას აკვირდება, რომლის ფარლებშიც "ხალხმრავალი და ენერგიული აქციები გაიმართა" და მიუხედავად იმისა, რომ  პოლიტიკოსების გზავნილების შინაარსი საკამოდ მკაცრი და აგრესიული იყო, აქციები მშვიდობიან ფარგლებში ტარდება, რაც ქვეყნის დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა შემაშფოთებელი ტენდენცია შეიმჩნევა ძალადობრივი მეთოდების, ან აშკარა მუქარის შემცველი ინციდენტების. დაახლოებით 30 ადამიანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ასევე არიან დაჯარიმებული პირებიც. მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, ერთის მხივ ძალადობის გაგრძელება არ მოხდეს და პროცესები კანონის ფარგლებში წარიმართოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მსუბუქი ფორმა იქნეს გამოყენებული, მაგალითად ჯარიმა, პირის დასჯა ამ ფორმით უნდა მოხდეს. მეორეს მხრივ, პარტიებს მოვუწოდებ მკაფიო გზავნილი გაუგზავნონ მომხრეებს, რომ მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა, დაუშვებელია ძალადობრივი მუქარა ან ძალადობა, ამის წახალისება დაუშვებელია“,- განაცხადა ბოკერიამ

მისი შეფასებით, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა მშვიდობის შენარჩუნებისთვის და არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს ასევე აქვთ თავისი წილი სერიოზული პასუხისმგებლობა, თუ რა ტიპის წახალისება არ უნდა მოახდინონ მომხრეებში. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები სიმშვიდეზე საუბრობენ, მიუღებელია ამის პარალელურად საუბარი იყოს პოლიტიკური ოპონენტების ლინჩის წესით გასამართლებაზე“,- განაცხადა ბოკერიამ. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის (VIDEO)1
გიგა ბოკერია პარტიებსა და სამართალდამცავებს რეკომენდაციით მიმართავს2
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი წინსვლა გაგრძელდება3
საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ განაცხადი შეიტანა4
პუტინი და ანქვაბი ერთმანეთს ფსოუზე შეხვდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X