გამყრელიძე: ვერც საქართველო იქნება უაფხაზეთოდ და ვერც აფხაზეთი - საქართველოს გარეშე
„დღეს
27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე. გადავწყვიტე სწორედ ზუგდიდიდან, იმ ქალაქიდან,
რომელიც ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან და რომელმაც ყველაზე მეტად იწვნია ძმათამკვლელი ომის სიმძიმე, მიმემართა ჩემი თანამოქალაქეებისათვის“, - ამ სიტყვებით მიმართა „ახალი
მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოსახლეობას.
„ამ დღეს დასრულდა ტრაგიკული ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყოლია.
ეს
იყო ტრაგედია არა მარტო ქართველი ხალხისთვის, არამედ, ჩემი აზრით, აფხაზი ხალხისათვისაც. ჩვენ მაშინ ყველანი დავმარცხდით და მკაცრად
დავისაჯეთ
- ქართველებიც და აფხაზებიც.
დავმარცხდით
და დავისაჯეთ იმიტომ, რომ ურაპატრიოტიზმი სამშობლოს ერთგულებად და სიყვარულად
მივიჩნიეთ.
დღეს, ამ ტრაგედიიდან 19 წლის შემდეგ, როცა თითქოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები ჩაჭრილად მიგვაჩნია, მინდა მივმართო ყველას - აფხაზსაც და ქართველსაც:
მოდით, ქართველებო, აფხაზეთში კი არ
დავბრუნდეთ,
არამედ აფხაზეთი და აფხაზები დავაბრუნოთ საქართველოში“ - განაცხადა
დავით გამყრელიძემ.
მემარჯვენეების ლიდერმა ყურადღება აფხაზი და ქართველი ხალხის
უფლებებზეც გაამახვილა. მიმართვაში გამყრელიძე იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც
აფხაზეთის შემორიგებაა შესაძლებელი.
„მოდით, აფხაზებო,
ერთიანი სახელმწიფოს აშენება მოვახერხოთ. ჩვენ ხომ განწირულნი ვართ ერთად ცხოვრებისთვის, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვერც საქართველო იქნება უაფხაზეთოდ და ვერც აფხაზეთი - საქართველოს გარეშე.
მინდა
მივმართო ყველას - მოდით მოვიშუშოთ ეს ჭრილობები, მოვინანიოთ ცოდვები და მოვნახოთ ერთმანეთთან დასაბრუნებელი გზები.
მოდით
ერთად ავაშენოთ ქვეყანა, სადაც თანაბრად დავიცავთ აფხაზების და ქართველების უფლებებს, ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს, მის პატივს და ღირსებას, მის საკუთრებას.
მოდით
ყველამ - ქართველმაც და აფხაზმაც - მაგალითად გავიხადოთ გერმანელი ხალხი, რომელმაც მრავალი წელი გულის სიღრმეში ატარა ერთიანი გერმანული სახელმწიფოს იდეა და შეძლო ამ იდეის
რეალობად
ქცევა.
მე,
როგორც არასდროს ისე მწამს და მჯერა, რომ საქართველო იქნება ერთიანი. ჩვენ - აფხაზები და ქართველები, ყველანი, ვისაც ღმერთმა ერთი სამშობლო გვარგუნა დავბრუნდებით ამ ერთიან
საქართველოში
და მას ძლიერ და აყვავებულ სახელმწიფოდ ვაქცევთ,“-აცხადებს დავით გამყრელიძე.
internet.ge