ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის
შეფასებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერები, რომელიც ივანიშვილის პირადმა მცველმა
გაავრცელა, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და შეთითხნილი ფაქტებია, რომელიც მიზნად,
„ქართული ოცნების“ შიგნით დაპირისპირებას ისახავს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას ფანჯიკიძემ აღნიშნა, ის
ჩანაწერები რაც გავრცელდა ფაბრიკაციაა.
„ეს ბიჭი, მე ნამდვილად ვიცი, ის მუშაობდა ჩვენთან თუმცა რა ფუნქცია
ჰქონდა ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, არ ვიცი. ახლა კვლავ მუშაობს თუ არა ამაზე
პასუხიც არ მაქვს. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რასაც ის ამბობდა, ამ ყველაფერს
კითხულობდა. ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის ჩაწერას ბიძინა ავალებდა აბსურდია, მაშინ
სად არის ჩანაწერები, სადაც ივანიშვილი მას ამას ავალებს. რაც
მოვისმინეთ ეს ყველაფერი არის ფაბრიკაცია, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და
შეთითხნილი, რომელიც „ქართულ ოცნების“ შიგნით დაპირსიპირებას ისახავს მიზნად“,-
განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადმა მცველმა ქართულ
ტელევიზიებს ფარულ ჩანაწერები გადასცა, რომელშიც კოალიციის წევრების პირადი
საუბრებია ასახული. ბესო სურმავას განცხადებით, ის ამ ჩანაწერებს ბიძინა
ივანიშვილის დავალებით აკეთებდა.
internet.ge