ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბესო სურმავაზე ზეწოლა ხორციელდება.
აღნიშნული განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ტელეკომპანია „მეცხრე
არხის“ ეთერით მიმდინარე ტელეხიდისას გააკეთა.
ივანიშვილის განცხადებით, გუშინ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერების
ავტორი არაფერ შუაშია და მასზე ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა.
„სურმავა არაფერ შუაშია, ეს კომბინაცია ხელისუფლების მოწყობიალია.
ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ხერხით ცდილობენ გადაფარონ ის წამება, რომელიც ციხეებში ხდებოდა.
ამ აუდიომასალის გამოქვეყნებით, ხელისუფლებამ საკუთარი სახე გამოაჩინა. ახალი არაა,
რომ ისინი ყველას გვისმენენ. მათ შორის ფეისბუქსაც აკონტროლებენ. ვირუსები
გამოუგზავნეს ჩემს ოჯახსაც“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მან სურმავა დადებით ადამიანად დაახასიათა. ივანიშვილის განცხადებით,
ბესიკ სურმავა ბოლოს ორი დღის წინ ნახა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადმა მცველმა ქართულ
ტელევიზიებს ფარული აუდიოჩანაწერები გადასცა, რომელშიც კოალიციის წევრების პირადი
საუბრებია ასახული. ბესო სურმავას განცხადებით, ის ამ ჩანაწერებს ბიძინა
ივანიშვილის დავალებით აკეთებდა.
Internet.ge