ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პატიმართა წამების გამო პასუხისმგებლობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც ეკისრება.
აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა „მეცხრე არხის“
ეთერში მოქალაქის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მოქალაქე დაინტერესდა, ხომ არ აქვს ივანიშვილს კავშირი ვანო
მერაბიშვილთან. ასევე კითხვა ეხებოდა ბედუკაძის საზღვარგარეთ გაპარვის საქმეში
მერაბიშვილისა და ივანიშვილის მონაწილეობას.
"ეს ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული მორიგი ჭორია, ვანოზე კომპლიმენტი ვთქვი, თუმცა ამ ბოლო დროს
მან დაკარგა თავი, საუბარი უსწავლებიათ, მაგრამ სისულელეებს იძახის, როცა ჩვენ
ძალაზე საუბრობს მხედრიონს დააბრუნებს, ან იმ ჯალათებს დავაბრუნებთ
პოლიტიკაში, რომლებიც პატიმრებს აწამებდნენ. სისულელეა ეს ყველაფერი. მას შემდეგ, რაც
ჩვენმა ახალგაზრდებმა სააკაშვილი აიძულეს ახალაია გადაეყენებინა, პოლიციიდან
გამოგდებული მერაბიშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის იმაზე კარგი მმართველია, ვიდრე
ახალაია იყო და პოლიციის უფროსებს ფულს პარკებით ურიგებს, მაგრამ ყველამ ვიცით,
რომ წამების საქმეში მერაბიშვილსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან ის შსს
მინისტრი იყო“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ტელეხიდისას „ქართული ოცნების“ ლიდერმა არჩევნების შესაძლო
გაყალებების წინააღმდეგ მისეულ ბრძოლის მეთოდებზე გაამახვილა ყურადღება და
აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის ხმას დაიცავს.
„ეჭვი არ მეპარება გამარჯვებაში. დღეს ძალიან მომართულია საქართველოს
მოსახლეობა. ვარწმუნებ ყველას, რომ კარგად ვართ მომზადებულები. ასეთი ოპოზიოცია არ
ყოფილა არასდროს. ნუ აკეთებთ აპელირებას წარსულზე,მოდით არჩევნებზე და თითოეულ თქვენ ხმას დავიცავთ“,-განაცხადა
ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერი ირწმუნება, რომ პატიმართა წამების ამსახველი
ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ, ეუთოს დამკვირვებელთა შუალედური დასკვნა
შეიცვალა.
ივანიშვილის განცხადებით, უცხოელი დამკვირვებლები მკაცრი ტონით
საუბრობენ მმართველ გუნდთან.
internet.ge