აკაკი ბობოხიძე: „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი
ბობოხიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დიალოგების ფარული აუდიოჩანაწერები
იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს კოალიციის სახით, ქაოსი ელოდება.
როგორც „ინტერნეტ“.ჯი"- ს ბობოხიძემ
განუცხადა, კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო პარლამენტში შესვლის
დროს დაიშლებიან, არამედ ისინი ახლაც დაშლილები და ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან.
მისი თქმით, ჩანაწერებიდან კარგად ჩანს – თუ
რას წარმოადგენს ივანიშვილი, ღარიბაშვილისთვის ხიდაშელი და რაზე ოცნებობს გუბაზ
სანიკიძე.
„მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობა ყველაფერს
სწორად შეაფასებს და იმას არ დაუშვებს, რომ
ქვეყანაში ვაკუუმი შეიქმნას, რადგან „ქართული ოცნება“ სწორედ ვაკუუმია და მეტი
არაფერი. თუ უარესი არა, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ერთმანეთთან
საერთო არაფერი აქვთ. ესენი არიან ადამიანები,
რომლებიც არამარტო საქართველოს, არამედ
ერთმანეთს ვერ იტანენ“, – დასძინა ბობოხიძე.
Internet.ge