„პრესა.ჯი“-ს მიერ გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე
კომენტარი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა „მეცხრე არხიდან" გააკეთა.
საქმე ეხება, „პრესა.ჯი“-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს,
სადაც „ქართული ოცნების“ წევრი მამუკა არეშიძე ამომრჩევლის მოსასყიდად ფულის
გადაცემის დროსაა გადაღებული.
„ეს ფარული ჩანაწერი, რომელიც გუშინ გავრცელდა სხვა კადრების
მსგავსად შეთითხნილი იყო. გასაგებია, რომ ყველას უსმენენ, ყველა კომპიუტერს უყურებენ, ფეისბუქებს,
სკაიპებს და ყველას პირად ცხოვრებაში ერევიან. რაც შეეხება თვითონ არეშიძეს, მასთან
საუბარი მქონდა და ის აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა ამ სიტუაციას, რადგან ვიცით,
რომ ეს ყველაფერი შეთითხნილია. ამას აკეთებენ ციხის კადრების გადასაფარად“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
კადრში კარგად ჩანს, თუ როგორ გადასცემს „ქართული
ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფულის შეკვრას
გაურკვეველ პიროვნებას საარჩევნო ხმებისთვის კომისიის წევრების მოსასყიდად.
internet.ge