გია თევდორაძე: ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებით წარსულის ბნელი აჩრდილებისაგან გავთავისუფლდით
„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის
გია თევდორაძის განცხადებით, ქვეყანაში გამორჩენისა და მოვალეობის ჭიდილია.
როგორც ეროვნულ სტადიონზე გამართულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას
თევდორაძემ განაცხადა, 1-ელი ოქტომბერი გასცემს კითხვას პასუხს - რას ირჩევს ქართველი
ხახლი, უკან დაბრუნებას თუ წინსვლას. თევდორაძის შეფასებით, თითოეული ქართველი
მომავლის ჯარისკაცია.
"ამჟამად გამორჩენასა და მოვალეობას შორის ჭიდილია, საქართველოს
წარსულში დაბრუნება სურთ, სადაც იყო კორუფცია, კრიმინალი და დედებს შვილების ქუჩაში
გაშვების ეშინოდათ. ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებით კი, წარსულის ბნელი აჩრდილებისგან გავთავისუფლდით,“-დასძინა თევდორაძემ.
Internet.ge