GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით ბაქრაძე: სამ დღეში გადაწყდება ქვეყანა საით წავა
19:16 28.09.2012
დღის სიახლეები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ძლიერ ქვეყანას ძლიერი ოჯახი წარმოშობს.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ეროვნულ სტადიონზე მიმდინარე პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას  გააკეთა.

ბაქრაძე 1-ელ ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწორედ სამ დღეში გადაწყდება საით წავა ქვეყანა.

„სამ დღეში გადაწყდება, თუ საით წავა ჩვენი ქვეყანა, 1-ელ ოქტომბერს თქვენ ქვეყნისთვის სასიკეთო არჩევანი უნდა გააკეთოთ. ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა გამოვასწოროთ ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. საქართველოში  ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ძალიან ბევრი  გაჭირვებულია, ხდება უფლებების დარღვევა, ჩვენი ვალი კი არის აღმოვფხვრათ ეს ყველაფერი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, თითოეული ადამიანის მხარდაჭერა ვალად დაედება მმართველ გუნდს, რომელიც 24 საათიანი მუშაობით უნდა გადაუხადოს ხალხს.

„ეს ვალი 24 საათიანი შრომოთ და მეტი სარგებლის მოტანით უნდა გადაგიხადოთ. ყოველდღე თითოეულ თქვენთაგანს ერთით ნაკლები პრობლემა უნდა ჰქონდეს. ძლიერი ქვეყნისთვის კი ძლიერი ოჯახებია საჭირო. ამისთვის ჩვენ მთავარი პრობლემა - უმუშევრობა უნდა აღმოვფხვრათ, როგორც ბოლო მოვუღეთ კრიმინალს“,- განმარტა ბაქრაძემ და აქვე დასძინა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უმუშევრობასთან ერთად კომუნალური გადასახადები რჩება.  

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნატო: ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძაბულობის საქართველოში გადმოტანა დაუშვებელია1
გრენლანდიის ყინულის დნობა ზღვის დონის მატებას გამოიწვევს2
ფოტორეპორტაჟი ოზურგეთის იუსტიციის სახლიდან3
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს4
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი სავსეა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X