საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს
ისტორიაში ბევრი მოღალატე არსებობდა, ამჟამად კი, ისინი
მარგინალიზირებულები არიან.
როგორც დღეს, სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, 3 დღეში
მოდის არჩევნები, რომელიც ჩვეულებრივი არ იქნება, რადგან სწორედ ქვეყნის
ბატონ-პატრონი, მისი უდიდებულესობა ქართველი ერი განსაზღვარავს ქვეყნის არჩევანს.
ქვეყნის პირევლი პირის თქმით, ისინი შეძლებენ გადაარჩინონ და წინ
წაიყვანონ ქვეყანა.
„გეკითხებით: მიუხედავად ყველა ნაკლოვანებისა არის თუ არა საქართველო დღეს
უკეთესი ქვეყანა ვიდრე 8 წლის წინ, როცა ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ? თუ არის, მაშინ ეს არის ჩვენი წინსვლის პროგრამა. ჩვენ გამოვასწორებთ იმას, რაც
გამოსასწორებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავბრუნდეთ უკან, არ
ჩამოვუშვათ ხელი და არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას. საქართველო არ იყიდება და
საქართველოს ოკუპაციას ვერავინ ვეღარ მოახდენს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში უამრავი პროვოკაცა მოაწყვეს, ბევრი რუსული
ფული შემოიტანეს, მაგრამ მთავარი - ხალხის თავისუფალი სული ვერ გატეხეს.
internet.ge