დავით ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირევლი ნომერი დავით ბაქრაძე, ამერიკის
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს ხვდება.
შეხვედრას ამერიკელი კონგრესმენები და სხვადასხვა სადამკვირვებლო
მისიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
„საქართველოში ჩამოდის და ჩამოვა ძალიან ბევრი უცხოელი დამკვირვებელი.
ჩვენი საერთო ამოცანაა, არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს
და მზად ვართ ინფორმაციის ყოველდღიურ გაცვლით რეჟიმში ვიმუშაოთ სადამკვირვებლო
ორგანიზაციებთან. ვფიქრობთ, რომ არჩევნების დღეც ჩაივლის თავისუფლად და ამაში დიდ
როლს დამკვირვებლები ასრულებენ“,- განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნებისთვის ძალიან ბევრი დამკვირვებელია ჩამოსული.
internet.ge