სააკაშვილი: ვერასდროს მოვა ისეთი მთავრობა, რომელსაც აჭარის განვითარება ჩვენზე მეტად სურს
ბათუმში, საოცრებათა მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. შეკრებას
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ბათუმი აშენდა და შეიცვლა, მაგრამ
ხალხს ჯერ კიდევ უჭირს და სწორედ ამიტომ, ქალაქის აღორძინება გრძელდება.
„ის სიღარიბე, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ, არავითარ შემთხვევაში არ
უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. ჩემი სათაყვანებელი არის ჩემი ხალხი და
ყველაფერი, რაც კეთდება, აქაურებისთვის კეთდება.
ყველა სოფელში მივალთ კარგი გზით, გაკეთდება წყალგაყვანილობა და
ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ გაჭირვებას. ბათუმი იქნება პირველი ქალაქი
საქართველოში, სადაც არცერთი ბარაკი და დანგრეული სახლი აღარ იქნება“,- განაცხადა
პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში ვეღარასდროს მოვა ისეთი მთავრობა,
რომელსაც მეტად ენდომება აჭარის განვითარება, ვიდრე ეს დღევანდელ მთავრობას სურს.
მხარდამჭერთა შორის იმყოფებოდა ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, მსახიობი და მომღერალი ნინი წიკლაური
internet.ge