დღეს, უწყებათაშორის კომისიაში, მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური სუბიექტები ესწრებოდნენ.
კომისიის სხდომაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეეხებოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა გააკეთა.
ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით მხარეებმა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების გზები განიხილეს, რაც არჩევნების დღეს ქვეყანაში ძალადობის საფრთხეების მინიმუმადე დაყვანას ითვალისწინებს.
internet.ge