დავით ბაქრაძე: ჩვენი საერთო ამოცანაა არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და დემოკრატიულად
19:54 29.09.2012
|
დღის სიახლეები
|
წინასაარჩევნო გარემოს საკითხები განიხილეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, დავით ბაქრაძისა და საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
„ჩვენი საერთო ამოცანაა, არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და დემოკრატიულად. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეხვედრებს ვმართავთ სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან. ზოგადად მათი განწყობა არის დადებითი და ყველა აფასებს, რომ საქართველოში არის თავისუფალი საარჩევნო გარემო.
დარწმუნებული ვარ, არჩევნების დღეც ჩაივლის თავისუფლად და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში დიდ როლს ჩვენი უცხოელი პარტნიორები და ის დამკვირვებლები ასრულებენ, რომლებიც მონაწილეობენ საარჩევნო პროცესებში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|