ცესკოს მონაცემებით 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში 3,613,851 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 1-ელი ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3,613,851 შეადგენს.
განსხვავება ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ დადგენილ საბოლოო მონაცემთან შედარებით შეადგენს 50,430-ს. მათ შორის:
1. იმ მოქალაქეთა რაოდენობა რომელთაც მისამართის გრაფაში მითითებული აქვთ უცხოეთის მისამართი - 22 666;
2. იმ მოქალაქეთა რაოდენობა რომელთაც მისამართის გრაფაში მითითებული აქვთ ოკუპირებული ტერიტორიის მისამართი და არ არიან რეგისტრირებულნი როგორც იძულებით გადაადგილებული პირები - 23 044;
3. იმ მოქალაქეთა რაოდენობა რომელთა მითითებული მისამართის საფუძველზე ვერ ხერხდება მათი იდენტიფიცირება საარჩევნო უბნების მიხედვით - 4,720.
აღსანიშნავია, რომ ყველა ამ მოქალაქეს ჰქონდა საკუთარი მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა.
Internet.ge