მოსახლეობისთვის
ამომრჩევლის
ბარათების
დარიგება დღეს დასრულდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩვენო
კომისია ავრცელებს. თუმცა არ სახელდება ზუსტი ციფრი, ამ დრომდე რამდენ ოჯახშია
მისული ბარათი.
„საარჩევნო კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, "1. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება: ა) კენჭისყრის თარიღი და დრო; ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები; გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში; დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები; ე) საარჩევნო უბნის ნომერი; ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი. 2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი"-ნათქვამია
ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge