GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარ კანდიდატად რჩება
10:43 30.09.2012
დღის სიახლეები

ინგა გრიგოლიას ადგილსამყოფელის დადგენას მისი მეგობრები და კოლეგები ცდილობენ.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გრიგოლიას მეგობარმა გაზეთ „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელმა თამარ ფხაკაძემ განუცხადა, ინგასთან ბოლო 6 დღეა არ უსაუბრია.

„ნამდვილად არ ვიცით სად არის ინგა. მეც თქვენთან ერთად ველოდები მის გამოჩენას. ამბობენ, რომ ქალაქში არ იმყოფება“,- განაცხადა თამარ ფხაკაძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება გრიგოლიას გაუჩინარება პოლიტიკური სახის სპეკულაციას, მით უფრო რომ „ქდმ“-ს გლდანის მჟორიტარობის კანდიდატს საოლქო კომისიაში განცხადება კანდიდატურის მოხსნის შესახებ ამ დრომდე  შეუტანია, ფხაკაძე აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია.

„ინგა არ არის ეგ ტიპაჟი, ნამდვილად არ ვიცი რა იყო რეალურად მისი წასვლის მიზეზი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ინგა პოლიტიკურ სპეკულაციას არ ჩაიდენდა“,- განმარტა გრიგოლიას მეგობარმა.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა  ინგა გრიგოლიამ უკვე ხუთი დღეა კანდიდადტურა მოხსნა, თუმცა ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ იგი მაჟორიტარობის კანდიდატად რჩება. მისი თქმით, ინგა გრიგოლიას კანდიდატურის მოხსნის შესახებ საოლქო კომისიაში განცხადება არ შეუტანია, შესაბამისად, ის რჩება აღნიშნულ პოზიციაზე და გლდანის მოსახლეობას საშუალება ეძლევა მას ხმა მისცენ.

კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატს უფლება აქვს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ინგა გრიგოლია კვლავ მაჟორიტარობის კანდიდატად რჩება. მისივე თქმით, მიღებული ხმების რაოდენობა გრიგოლიას მიმართ ჩვეულებრივ დაფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიამ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ საზოგადოებას 24 სექტემებრს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო.

არსებული ინფორმაციით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ინგა გრიგოლია მონასტერში იმყოფება.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მთავრობა პრეზიდენტის რეზიდენციის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს1
სტუდენტებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს2
გოგონა ნახევარი გულით ცოცხალი გადარჩა3
კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში 537 კანდიდატი დარეგისტრირდა4
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X