საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციების
წარმომადგენლებისა და
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერ დავით ბაქრაძეს შორის
„რედისონში“ გამართული შეხვედრის მთავარი თემა არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება
იყო.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა
ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია რომ უცხოელმა დამკვირვებლებმა სრული
ინფორმაცია მიიღონ, როგორ მოვიდა მმართველი გუნდი არჩევნებამდე.
მნიშვნელოვანია ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა იცოდნენ, რა გავაკეთეთ და
როგორ მოვედით არჩევნებამდე. ვინაიდან მათ შეფასებაზე მნიშვნელოვანწილადაა
დამოკიდებული, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები“,- განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ხვალ დაგეგმილ
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ხვდებიან.
შეხვედრას ესწრებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის,
ევროპარლამენტის, ეუთო-ს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები.
Internet.ge