კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად მთაწმინდის ოლქში (კოჯრის ქ. # 6, 144-ე ბაგა - ბაღში გახსნილ საარჩევნო უბანზე)
10:30 საათზე გამოცხადდება.
ცნობილია, რომ მასთან ერთად იქნება ბიძინა ივანიშვილიც, თუმცა
კოალიციის ლიდერი საპარლამენტო არჩევნებზე ხმას არ მისცემს. კოალიციის ლიდერი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებაზე პრინციპულ უარს აცხადებს.
Internet.ge