„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებზე შესაძლო სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებლად ზომები მიიღო
„ერთიანმა
ნაციონალურმა
მოძრაობამ“ არჩევნების დღეს, შესაძლო სამართალდარღვევების
თავიდან ასაცილებლად
კონკრეტული
ზომები მიიღო. ამის შესახებ განცხადება, მოძრაობის
გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა.
მისი თქმით, განსაკუთრებით ბოლო დღეებში განსაკუთრებით გახშირებულია
„ქართული
ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ძალადობის ფაქტები და პროვოკაციები.
„არჩევნების დღეს, შესაძლო სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებლად კონკრეტული ზომებია მიღებული:
- საარჩევნო კომისიებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ მიერ დანიშნულმა წარმომადგენლებმა სპეციალური ტრენინგი გაიარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საერთაშორისო
ექსპერტების
მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების
მიხედვით;
- პარტიის გენერალურმა მდივანმა გასცა მითითება არჩევნების პროცესში ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წარმომადგენლისა და მოხალისის
მიმართ, რათა თითოეულმა მათგანმა განუხრელად დაიცვას კანონის მოთხოვნები, უზრუნველყოს მშვიდი გარემო საარჩევნო უბნებზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; არ აყვეს პროვოკაციას;
- შეიქმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დარღვევებზე რეაგირების ჯგუფი, რომლის ამოცანაა დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება და დადასტურების
შემთხვევაში
მყისიერი რეაგირება;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიაში ჩართული პირებისთვის შემუშავდა ქცევის წესები საარჩევნო უბნის გარეთ დაპირისპირების რისკების შესამცირებლად;
- არჩევნების დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მედიაცენტრი, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ იფუნქციონირებს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთოს არჩევანი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანია, გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც განსაკუთრებულად კონკურენტული და პლურალისტური იყო, უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ხვალ არის არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ბედს მომავალი 4 წლის განმავლობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია,
თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთოს არჩევანი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია ჩვენი თანამოქალაქეებისათვის შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, ჯანდაცვა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, გაძლიერდეს სოფლის მეურნეობა და მეტი სარგებელი მიიღოს ხალხმა“,- განაცხადა
მაჭავარიანმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მოუწოდებს ყველა თავის მხარდამჭერს, არ მივიდნენ
ხმის მისაცემად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაისურებით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა თავის თანამოქალაქეს, მხარდამჭერსა და მოხალისეს
მონაწილეობა
მიიღონ არჩევნებში, რათა ხმა მისცენ ქვეყნის წინსვლას და არა უკან დაბრუნებას, შეინარჩუნონ სიმშვიდე საარჩევნო უბანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, განუხრელად დაიცვან კანონი, არ აყვნენ პროვოკაციას და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გამოიყენონ შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები.
Internet.ge