GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ბარამიძე „გლობალური უსაფრთხოების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
15:28 13.04.2012
დღის სიახლეები

ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე, სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც  სლოვაკეთის ატლანტიკური კომისიის მიწვევით    „გლობალური უსაფრთხოების“ კონფერენციაში მონაწილეობს.

კონფერენციის ფარგლებში გიორგი ბარამიძე  სიტყვით გამოვიდა  სესიაზე, სადაც განიხილებოდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ს უსაფრთხოების საკითხები.

მინისტრმა  გამოსვლაში  ევროპაში და მის აღმოსავლეთ სამეზობლოში გადაუჭრელი კონფლიქტების მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილა. მინისტრმა ხაზი გაუსვა  ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბარამიძემ, ორმხრივი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ზსოლტ ნემეტთან და საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური პრესს-კონფერენცია გამართა.

პრეს-კონფერენცია პირდაპირ ეთერში სლოვაკეთის ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცემოდა.  ვიცე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ამ პროცესის პოზიტიურ ზეგავლენაზე.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პროკურატურა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებებს გაასაჯაროებს1
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა2
ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს3
პრეზიდენტმა განათლების ახალი მინისტრი თანამშრომლებს წარუდგინა4
ბიძინა ივანიშვილი: ლაშა ნაცვლიშვილს ძალიან კარგი წარსული აქვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X