„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა საკუთარი არჩევანი უკვე
დააფიქსირა.
დავით ბაქრაძე მთაწმინდის 27-ე უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნულ
უბანზე არჩევნები მშვიდად, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით 08:00
საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
internet.ge