საქართველოს
პრეზიდენტმა არჩევნების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას მიმართა.
მიხეილ
სააკაშვილის განცხადებით, მოსახლეობის აბსოლიტურმა უმეტესობამ მიიღო მონაწილეობა
არჩევნებში და პრეზიდენტმა მათ ამისთვის მადლობა გადაუხადა.
„არჩევნების
შედეგები ითვლება და ჩვენ დაგვჭირდება კიდევ რამდენიმე საათი, სანამ საბოლოო
შედეგები გამოიკვეთება, მაგრამ ეგზიტპოლის პირველადი შედეგები ხდება ცნობილი,
რომლის მიხედვით პროპორციულ კენჭისყრაში „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა უპირატესობა, რაც შეეხება მაჟორიტარულ
ოლქებს, აქ მნიშვნელოვანი უპირატესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. საბოლოო შედეგები
უნდა დაითვალოს, ვის აქვს უმრავლესობა, მაგრამ ამჟამინდელი სურათით, სრულიად
ნათელია, რომ არჩევნები შედგა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის
თქმით, პროპორციულ ხმებში “ქართული ოცნების“ უპირატესობა ეფუძნება იმ ხმებს,
რომელიც კოალიციამ აიღო დედაქალაქში, თბილისის გარეთ კი, პრაქტიკულად ყველა
რეგიონში, ასევე სერიოზული უპრატესობით „ნაციონალური მოძრობა“ ლიდერობს.
„ეს არ
ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანას თბილისად და რეგიონებად ვყოფთ. ჩვენ ვართ ყველანი
ქართველები და დემოკრატიის ფარგლებში ერთდ მუშაობა უნდა შევძლოთ.
ყველაფერი
უკან უნდა დარჩეს და ახალ პარლამენტში ყველა რეგიონის ინტერესების წარდგენა უნდა
მოხდეს. ახალ პარლამენტში გადასვლა კი, მოხდება უმტკივნეულოდ, კონსტიტუციის და
დემოკრატიის ფარგლებში“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge