მმართველი გუნდის წევრის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, პოლიტიკური
სუბიექტები არჩევნების შედეგების შეჯამებას ისევე მშვიდ გარემოში უნდა დაელოდნონ,
როგორც ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა.
როგორც ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, ეგზიტპოლის ტენდენციები
გამოვლინდა, რომლის მიხედვითაც პროპორციულ მაჩვენებლებში „ქართული ოცნება“
ლიდერობს, მაჟორიტარებში კი - „ნაციონალური მოძრაობა“.
„ჯობს არჩევნების შედეგების შეჯამებას დაველოდთ და შეფასება მერე
გავაკეთოთ,“-დასძინა გოკა გაბაშვილმა.
internet.ge