საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,
მთავრობის მთავარი მიზანი რეგიონებში არა ფასადების გაკეთება, არამედ ხალხის
დასაქმებაა.
როგორც პრეზიდენტმა დღეს, ოზურგეთში იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ,
მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რა დაბრკოლებაც უნდა იყოს, მთავრობისთვის
გურია მთავარი პრიორიტეტია და ის ქვეყანაში ყველაზე დინამიურად განვითარებული
რეგიონი გახდება.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, კეთდება ბახმარო, რომელიც როგორც ზაფხულში, ისე
ზამთარში, საუკეთესო კურორტი გახდება, ასევე ურეკი, რომელიც ბათუმსა და
ანაკლიაზე ნაკლები არ იქნება.
„2-3 თვის წინ მე ვიყავი
ოზურგეთში და მაშინ დავპირდი ხალხს, რომ იუსტიციის სახლი გაიხსნებოდა. დღეს
ეს პირობა შესრულებულია. ასევე მთლიანად რეგიონში კეთდება გზები, ეწყობა ცენტრი. დაიწყება
რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, სადაც ბევრი კადრი დაგვჭირდება და
უამრავი ადამიანი დასაქმდება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რეგიონში ასევე, რემონტდება და კეთდება მრავალი
კულტურული და სპორტული დაწესებულება.
internet.ge